University of South Florida - უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტამპაში დაარსდა 1965 წელს. დღესდღეობით უნივერსიტეტში სწვალობს 49 000 სტუდენტი, სწორედ ამის წყალობით, იგი შტატებში ერთ - ერთი ყველაზე მზარდი უნივერსიტეტია.
უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს ტამპას ყურეზე,რომელიც გამორჩეულია თავისი კლიმატით: რბილი ზამთრით, ცხელი ზაფხულით და წელიწადში 300 მზიანი დღით. გარდა კლიმატისა, ტამპაზე მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილებია : მუზეუმები, თეატრები, გალერიები, თემატური პარკები,Disney World და Universal Studios.
მიზეზები თუ რატომ უნდა ისწავლოთ University of South Florida - ში:
- შეერთებული შტატების 108 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ერთ - ერთი ყველაზე ძლიერი სადოქტორო სწავლების მქონე სასწავლებელი;
- შედის მსოფლიოს 208 საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის - Times Higher Education World University - ის მიხედვით.
- ასევე შედის მსოფლიოს 300 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის - Academic Rankings of World Universities - ის მიხედვით;
- USF შედის ამერიკის 85 საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის - U.S. News & World Report 2016 - ის მონაცემებით
უნივერსიტეტის საუკეთესო ფაკულტეტები:
- technology management;
- hotel management;
- social sciences;
- arts and sciences;
- engineering;
- education;
- business;
- medicine;
- marine science.
საცხოვრებელი:
უნივერსიტეტი გთავაზობთ ინდივიდუალურ საცხოვრებელ ოთახებს, რომლებიც განკუთვნილია 2 -5 პერსონაზე. ასევე, კამპუსის ტერიტორიაზე განლაგებულია რესტორნები და კაფეები.
საერთო საცხოვრებლის ღირებულება შეადგენს - $9400-დან $10600-მდე წელიწადში.
ბაკალავრიატი
- სკოლის საშუალო ქულა - 4-დან 5-ის ჩათვლით